მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სოლდადო:”ყველას უნდა რომ ვილამ ევროპის ჩემპიონატზე ითამაშოს”

სოლდადო:”ყველას უნდა რომ ვილამ ევროპის ჩემპიონატზე ითამაშოს”

ესპანური “ვალენსიის” ფორვარდმა რობერტო სოლდადომ განაცხადა, რომ ყველა ესპანელს სურს დავიდ ვილიას ევრო-2012-ზე ხილვა.

 

“მართალია, დავიდი ესპანეთის ნაკრებში ჩემი კონკურენტია, მაგრამ გულით მინდა, რომ იგი მოედანს მალე დაუბრუნდეს და საკუთარ ქვეყანას დაეხმაროს. მე ეს ფეხბურთლი ძალიან მიყვარს და ვაფასებ. მთელს ესპანეთს მისი იმედი აქვს და ყველა ველოდებით, რომ ის ევრო-2012-ზე ითამაშებს. ამაში ყველანი დარწმუნებულები ვართ.”

 

ასევე თუ არ იცით გეტყვით, რომ გუშინ “ვალენსიასა” და “მალაგას” მატჩში, თამაშის დაწყებამდე, “ღამურები” დავიდ ვილიას მხარდასაჭერი მაისურებით გამოვიდნენ. სრულიად “მესტალიამ” აპლოდისმენტებით გაამხნევა ასტურიელი ფეხბურთელი, რომელსაც ოპერაციას დღეს გაუკეთებენ.

 

 

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში