“მეტი ძალა, გუახე!”

“მეტი ძალა, გუახე!”

კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელებს სურდათ წერილის გაგზავნა დავიდ ვილასთვის, რომელმაც “ალ სადთან” მატჩში ფეხი მოიტეხა და სწრაფადვე გაემგზავრა კატალონიაში, სადაც ორშაბათს ჩაუტარდება ოპერაცია.

 

“ბლაუგრანას” მოთამაშეები “მუნდიალიტოს” ფინალში მოედანზე გავიდნენ ვილასადმი მხარდასაჭერი მაისურებით, რომლებზეც ეწერა: “მეტი ძალა, გუახე!” ესპანელი გოლეადორი ბარსელონაშია და ეიმედება ერთ–ერთი ყველაზე გამოცდილი ექიმის, დოქტორი კუგატის.

 

ასევე სხვა სახითაც მიუძღვნეს ფეხბურთლებმა დავიდს ეს გამარჯვება. მაგალითად, როცა სესკმა მესამე გოლი გაიტანა “სანტოსის” კარში, მან ხელით “7” დახატა (სწორედ 7 ნომრიანი მაისურით გამოდის ვილა).

 

ძალიან საინტერესოა ის ფაქტიც, რომ როცა გუნდი გასახდელში შევიდა, ხოსეპ გვარდიოლამ და რამდენიმე ფეხბურთელმა “ელ გუახეს” დაურეკეს და გაუზიარეს სასიამოვნო გრძნობები და კიდევ ერთხელ უსურვეს მალე გამოჯანმრთელება.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი