ბრაზილიური “სანტოსის” მთავარ მწვრთნელს მურისო რამალოს, იმედი აქვს თავისი ვარსკვლავების და სჯერა, რომ ისინი შეძლებენ კატალონიის “ბარსელონასთვის” ნამდვილი ბრძოლის გამართვას. რამალოს თქმით, “ბლაუგრანასთან” ბურთის კონტროლი ძნელია, თუმცა მათ საკუთარი შანსები ხელიდან არ უნდა გაუშვან და ყველა შესაძლებლობა გოლად აქციონ. ასევე სპეციალისტი დიდ იმედებს ამყარებს ნეიმარზეც, რომელსაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.
“ძალიან კარგად ვხვდებით, რომ “ბარსელონასთან” ბურთის კონტროლი რთულია და ამას არც ვთხოვ ჩემს ფეხბურთელებს. მე არ ვარ ისეთი ცხოველი ამ ფაქტს, რომ შევეწინააღმდეგო. ჩვენ უფრო პრესინგზე უნდა ვითამაშოთ და ხშირად შევუქმნათ პრობლემები მეტოქეს ელანოს, განსოს და გენიალური ნეიმარის დახმარებით. ისინი შესანიშნავი ფეხბურთელები არიან. დარწმუნებული ვარ, ეჭვი არ მეპარება, რომ ნეიმარი კატალონიელებს აუცილებლად დაამწუხრებს.” –განაცხადა რამალომ.
პ.ს. რა კარგი და სახალისოა მატჩისწინა კომენტარების კითხვა, როცა უკვე იცი როგორ წარიმართა შეხვედრა.