ბართომეუ: “ზამთარში არავის დავიმატებთ”

ბართომეუ: “ზამთარში არავის დავიმატებთ”

 

 

ბარსელონას სპორტულმა დირექტორმა ხოსეპ მარია ბართომეუმ ისაუბრა რადიო გადაცემა “Onda Cero” – სთან და განაცხადა, რომ მიუხედავად ვილიას ტრავმისა, კლუბი ზამთარში არავის არ შეიძენს: “ჩვენ სუბისარეტასთან და მწვრთნელებთან ერთად განვიხილეთ ეს საკითხი და ჯერ–ჯერობით არავის დამატებას არ ვაპირებთ”.

 

“ჩვენ ჩვენს ფილოსოფიას ვაფასებთ და ვიცავთ, სწორედ ამიტომ, როცა არსებობს ამის საჭიროება, ყოველთვის უნდა გამოვიყენოთ რეზერვი. ამით ისინი თავის თავში რწმენას განიმტკიცებენ და ყველაფერს იზამენ, რომ მწვრთნელებისგან მოწონება დაიმსახურონ”.

 

“რაც შეეხება ნეიმარს, მას “სანტოსთან” კონტრაქტი 2014 წლამდე აქვს. როდესაც, იგი გადაწყვეტს კლუბის გამოცვლას, აღარ განიხილავს კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხს და მზად იქნება ევროპაში წამოსასვლელად, მაშინ დარწმუნებული ვარ, რომ ყველა გუნდი იაქტიურებს მის გადასაბირებლად. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი გეგმები გამართლდება. დარწმუნებით ვერაფერს გეტყვით”.

 

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი