ბრაზილიური “სანტოსის” პრეზიდენს, ლუის ალვარო რიბეიროს სჯერა, რომ მის გუნდს ძალუძს კლუბების მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში კატალონიის “ბარსელონას” დამარცხება და თასის აღმართვა.
“ასეთი სახის დაპირისპირებებში გუნდებს შორის სხვაობა არ არსებობს. როგორც წესი, მატჩის ფავორიტები მარცხდებიან ხოლმე და მხოლოდ ამ მიზეზით შემიძლია “ბარსელონას” ფავორიტად ჩათვლა. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ორივე ჩვენთაგანს თანაბარი შანსები გვაქვს მოვიგოთ ეს ჩემპიონატი. ძალიან სანახაობრივი და საინტერესო თამაში გველის.” -განაცხადა რიბეირომ.
შეგახსენებთ, რომ ფინალი გიამართება კვირას, 18 დეკემბერს.
