ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვისენტე დელ ბოსკემ, ისაუბრა ნაკრების ერთ-ერთ საკვანძო ფეხბურთელზე, დავიდ ვილიაზე, რომელმაც გუშინ მარცხენა ფეხი მოიტეხა. შეგახსენებთ, რომ ეს ყველაფერი მოხდა “ალ სადთან” მატჩში. იტყობინება ესპანური მედია.
ასტურიელი ფორვარდი დაშავდა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში, რომელსაც შესაძლოა არამარტო საკლუბო მატჩების გამოტოვება მოუწიოს სეზონის ბოლომდე, არამედ დიდია რისკი იმისა, რომ დავიდმა ევრო 2012 გაიუქმოს.
“აღდგენითი პროცესი ზოგიერთი ფეხბურთელის შემთხვევაში სწრაფად მიმდინარეობს, ზოგისთვის კი ეს გართულებულია. თუმცა დავიდ ვილიას შემთხვევა არამარტო მისთვისაა ცუდი, არამედ ნაკრებისთვისაც, რომელსაც ევრო 2012-ზე ძალიან დააკლდება ასტურიელის გამოცდილება”. დაასრულა ვისენტე დელ ბოსკემ.
აქვე გეტყვით, რომ ევრო 2012 გაიმართება ზაფხულში და მასპინძელ ქვეყნებად უკრაინა-პოლონეთი გვევლინებიან.



