“ალ–სადის” ურუგვაელმა მწვრთნელმა ხორხე ფოსატიმ განაცხადა, რომ ისეთი დონის გუნდთან, როგორიც “ბარსელონაა” ამ ანგარიშით წაგება (0:4) ნორმალური შედეგია და ამაში გასაკვირი და საგანგაშო არაფერია.
“ჩვენ დამსახურებულად დავმარცხდით. რაც შეგვეძლო გავაკეთეთ და ვცდილობდით წინააღმდეგობა გაგვეწია მოწინააღმდეგისთვის. როდესაც ისეთი ძლიერი გუნდის წინააღმდეგ თამაშობ, როგორიც “ბარსელონაა”, ასეთი ანგარიშით დამარცხება გასაკვირი ნამდვილად არაა. მატჩის ჩვენს სასარგებლოდ დასასრულებლად მაქსიმუმი გავიღეთ, თუმცა არ გამოგვივიდა. პირველი ორი გოლი აშკარად არ უნდა გაგვეშვა. გვარდიოლას გუნდი ყველა დანარჩენზე ერთი თავით მაღლა დგას და ფინალშიც “სანტოსთან” მატჩში სწორედ კატალონიელები იქნებიან ფავორიტები.” –განაცხადა ფოსატიმ მატჩის შემდეგ გამართულ პრეს–კონფერენციაზე.
