კატალონიის “ბარსელონას” სპორტულმა დირექტორმა ანდონი სუბისარეტამ არ გააკეთა კომენტარი იმის შესახებ, აპირებს თუ არა კლუბი დავიდ ვილას შემცვლელის შეძენას. როგორც მოგეხსენებათ, ესპანელმა ფორვარდმა ფეხი მოიტეხა და დაახლოვებით 5 თვე ვერ შეძლებს ლურჯ–ბროწეულისფერი მაისურის მორგებას. სუბისარეტას თქმით, ჯერ აუცილებელია ექიმების აზრი და საბოლოო დასკვნა იმის შესახებ, თუ რამდენი ხანი გაუცდება ფეხბურთელს.
“პირველ რიგში ყველაზე საინტერესო ექიმების ვერდიქტია. ახლა ფეხბურთელმა ძალიან ბევრი გამოკვლევა უნდა ჩაიტაროს, რათა ზუსტად დადგინდეს დრო, თუ რამდენი ხანი ვერ შეძლებს იგი მოედანზე გამოსვლას. ვაპირებთ თუ არა ვილას შემცვლელის ძებნას? ეს ახლა ჩვენთვის მეორე ხარისხოვანია. ახლა მთავარი დავიდის ჯანმრთელობა და ყველაფრის მართებულად დადგენაა საჭირო, ხოლო ტრანსფერებზე შემდეგ ვისაუბრებთ.” –განაცხადა სუბიმ.
