მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის პირველივე შეხვედრა უიღბლო აღმოჩნდა დავიდ ვილიასთვის. მან მარცხენა ფეხის წვივის ძვალი გაიტეხა და მოედანი მატჩის 36-ე წუთზე ექიმების დახმარებით დატოვა. იგი უმალვე გადაიყვანეს საავადმყოფოში. წინასწარი ინფორმაციით ვილია 4-დან 6 თვემდე იუქმებს.
8 ნოემბერს, ესპანეთის სამეფო თასის მატჩის წინ გამართულ პრეს-კონფერენციაზე პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ ვილიას წვივში ტკივილები აღენიშნებოდა, თუმცა მას არ დაუზუსტებია, თუ რომელი ფეხის წვივზე იყო საუბარი. ამავე მიზეზით დავიდმა გამოტოვა მატჩი “ვიქტორია პლზენის” წინააღმდეგ.
“ბარსელონას” ხელმძღვანელობა უკვე მუშაობს ვილიას კატალონიის დედაქალაქში უახლოვეს საათებში გადაყვანაზე. დავიდი მატჩის დასრულებისთანავე ინახულა სანდრო როსელმა. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ფეხბურთელს ოპერაცია ხვალვე ჩაუტარდეს.
[media=http://www.youtube.com/watch?v=WOijvEIYd6k]
