ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელი, ხერარდ პიკე, იაპონიაში გამართული ვარჯიშის შემდეგ პრესის წარმომადგენლებს ესაუბრა.
“ჩვენ არ უნდა გავუშვათ ხელიდან ასეთი შანსები”. აცხადებს მცველი. “ჯერ კიდევ ვერ გავიარეთ ადაპტაცია აზიურ დროსთან, თან ამდენხიანი მოგზაურობა… დღეს საკმაოდ დატვირთული ვარჯიში გვქონდა, თუმცა ხვალ უფრო გავართულებთ”.
“ბერნაბეუზე” გამართულ მატჩზე პიკემ განაცხადა: “ძალიან ბედნიერები ვართ საკუთარი თამაშითა და რეზულტატით. კვლავ ვგრძნობთ იმას, რომ სწორ გზაზე ვდგავართ და ყველაფერს კარგად ვაკეთებთ. ყველამ ვიცოდით, რომ მოგება შესაძლებელი იყო. ჩვენ შეგვიძლია მატჩის განმავლობაში რამდენჯერმე შევცვალოთ სათამაშო სისტემა, ხან 3 მცველით ვიყოთ, ხან ოთხით”. დაასრულა ხერარდ პიკემ.
