მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მასტავოი რონალდოსა და მესის ადარებს

მასტავოი რონალდოსა და მესის ადარებს

ცნობილმა რუსმა ნახევარმცველმა, ალეკსანდრ მასტავოიმ, რომელიც წარსულში ესპანური “სელტას” ღირსებას იცავდა, პარალელი გაავლო კატალონიის “ბარსელონას” ფორვარდს, ლიონელ მესისა და მადრიდის “რეალის” ვარსკვლავს, კრიშტიანო რონალდოს შორის. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ არგენტინელის გუნდმა 1:3 მოუგო პორტუგალიელის თანაგუნდელებს. იტყობინება ევროსპორტი.

 

“უაზრობაა მათი შედარება, რადგანაც აბსოლუტურად სხვადასხვა სტილში თამაშობენ. უბრალოდ, ერთი უფრო გენიალურია, ვიდრე მეორე. ამ მომენტისთვის, “ბარსელონას” მცველები ადვილად უმკლავდებიან რონალდოს. ესაა და ეს”.

 

“ისეთი ფეხბურთელი, როგორიც მესია, არცერთი გუნდში არაა. არც “რეალში” და საერთოდ არსად. ის გენიაა. ლეოს არცერთ მომენტში არ ეტყობა ნერვიულობა სახეზე და მადრიდელთა სამ მცველს ძალიან იოლად უვლის გვერდს, აკეთებს პასებს, იტანს გოლებს… ასეთი ფეხბურთელი მსოფლიოში მეორე არაა და დიდი ხანი არც იქნება”. დაასრულა მასტავოიმ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში