როგორც მოგეხსენებათ, გასულ შაბათს ერთმანეთს ორი მსოფლიოს გრანდი, კატალონიის “ბარსელონა” და მადრიდის “რეალი” დაუპირისპირდნენ. როგორც Kantar Media იტყობინება, ამ საფეხბურთო შოუს მაყურებელთა საშუალო მაჩვენებელმა 12,124,000 მიაღწია.
შეხვედრა, სადაც “ბარსამ” 3:1 იმარჯვა, დასახელებულ იქნა ისტორიის ყველაზე ყურებად პირდაპირ ეთერად, იტყობინება LaSexta. აქამდე არასოდეს არ ყოფილა პირდაპირი ეთერი, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით ამდენი მაყურებელი ჰყავდა.
კატალონიურ ტელეარხ TV3-ზე “ელ კლასიკოს” დროს 1,493,000 ადამიანს ჰქონდა გადართული. რაც შეეხება მადრიდულ Telemadrid–ს, ამ ტელეარხს 783,000 პიროვნება უყურებდა.
ოქროს წუთებს, როცა მატჩის დასრულებამდე 7–8 წუთი იყო დარჩენილი, მსოფლიოს მასშტაბით მაყურებელთა რაოდენობამ 13,281,000–ს მიაღწია.
