მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პუიოლი: ” ჩვენ ისტორიის დაწერა გვინდა”

პუიოლი: ” ჩვენ ისტორიის დაწერა გვინდა”

 

მადრიდში ბრწყინვალე გამარჯვების და იაპონიაში ჩაფრენის შემდეგ, გუნდის კაპიტანმა კარლეს პუიოლმა განაცხადა, რომ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მოგება ”ბარსას” შეუძლია, თუმცა ამის გაკეთა რთული იქნება.

 

” მივესალმებით კომპლიმენტებს, რომელსაც ჩვენი მისამართით აცხადებენ, მაგრამ რთულია გააკეთო ის, რისთვისაც ტაშს დაგიკრავენ. არ არის ადვილი ყოველთვის იყო კარგ ფორმაში და გქონდეს დიდი ენთუზიაზმი”. – განაცხადა ბარსას კაპიტანმა, მას შემდეგ რაც ”ბლაუგრანამ” იაპონიაში პირველი ვარჯიში გამართა.

 

კატალონიელთა კაპიტანმა ასევე ისაუბრა იმ სირთულეებზე, რასაც მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი გულისხმობს. მისი აზრით იოლი არაა, ითამაშო ამ ტურნირზე მთლიანად ევროპის სახელით. პუიოლმა ასევე აღნიშნა, რომ გუნდს სურს, განაგრძოს ბრწყინვალე თამაში და ისტორიის დაწერა.

 

ხუთშაბათს, ნახევარფინალში ”ბარსას” მოუწევს თამაში ყატარის კლუბ ”ალ–სადისთან”, რომელმაც ასპარეზობას ტუნისის კლუბი გამოთიშა.

 

პუიოლი აცხადებს, რომ გუნდი ზერელედ არ უნდა მოეკიდოს მეტოქეს და მატჩს სრულ მზადყოფნაში შეხვდეს. ” ზეიმის დრო შემდეგ იქნება, ჯერ მატჩისთვის უნდა მოვემზადოთ და ფინალზე არ ვიფიქროთ. ”ალ–სადი” კარგი გუნდია, რადგანც ისინი თავისი ქვეყნის ჩემპიონები არიან და ტურნირზეც დამსახურებულად მოხვდნენ”.

 

იაპონიაში ჩასვლისას ”ბარსას” უამრავი ქომაგი დახვდა: პლაკატებით, მასირურებით, დროშებით, ბანერებით და ა.შ. გულშემატკივრები მოთამაშეებისგან ავტოგრაფებსაც ითხოვდნენ.

 

” აქ თავს ძალიან კარგად ვგრძნობთ. ვამაყობთ, რომ ბევრ ადამიანს მოწონს ”ბარსელონა” და მხარში გვიდგანან. ხუთშაბათს სათამაშოდ ძალიან მხიარულად და შემართებით გავალთ”.

 

კარლეს პუიოლმა ასევე ისაუბრა გასულ შაბათს ჩატარებულ პრიმერა დივიზიონის მატჩზე მადრიდის ”რეალთან”: ” ძალიან კარგი თამაში იყო.  დასაწყისი არცთუ ისე კარგი გამოდგა, თუმცა უპირატესობა მალევე მოვიპოვეთ და ჩვენი თამაში ვითამაშეთ”.

 

კაპიტანმა ასევე ვალდესის შეცდომაზეც განაცხადა. მისი აზრით, ეს უბრალოდ საწყისი ნერვიულობის და მეტოქის მიერ წარმოებული პრესინგის დამსახურება იყო.

 

კარლესი ასევე რამდენიმე სიტყვით შეეხო ”ბარსას” უმთავრესი მეტოქის, ”სანტოსის” გამორჩეულ მოთამაშეს, ბრაზილიელ ნეიმარს: ” ნეიმარი ძალიან განსხვავებული სტილის მოთამაშეა. იგი საკმაოდ ახალგაზრდაა, თუმცა უკვე აქვს უნარი და გამოცდილება მარტო მოიგოს კონკრეტული შეხვედრა”. დაასრულა ”ბარსელონას” მე–5 ნომერმა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში