კატალონიის “ბარსელონას” ზოგიერთმა ფეხბურთელმა საკუთარ სოციალურ გვედრებზე მიულოცეს ეს ბრწყინვალე გამარჯვება კულეებს და გაუზიარეს მათი სიხარული და აღტაცება.
“ეს ძალიან მნიშვნელოვანი და განსხვავებული დღეა, რომელიც მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე მემახსოვრება. დიდი ბადლობა ყველა ამ გუნდის გულშემატკივარს. ყველას გილოცავთ ამ ბრწყინვალე გამარჯვებას.” –დაწერა სესკმა თავის “ტვიტერზე”.
“ჩვენ ისტორიას ვქმნით! კიდევ ერთი მატჩი მოვიგეთ “ბერნაბეუზე”. დიდი მადლობა ყველა გულშემატკივარს, ვინც სტადიონზე იყო და მხარს გვიჭერდა. ასევე იმათაც, ვინც ტელევიზორში უყურა ჩვენს დაპირისპირებას. ყველაფერს ვიზამთ, რათა იაპონიაში კლუბების მსოფლიო ჩემპიონატზეც ვიმარჯვოთ.” –თქვა ვალდესმა.
“დღეს შესანიშნავი გუნდური თამაში ვაჩვენეთ. ასეთი ამაყი არასოდეს ვყოფილვარ. ყველას გილოცავთ ბრწყინვალე მოგებას.” –დაწერა ალვეშმა საკუთარ “ტვიტერზე”.
