მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“რეალი” – “ბარსელონა”. გვარდიოლა მატჩის წინ

“რეალი” – “ბარსელონა”. გვარდიოლა მატჩის წინ

ქულების შესახებ, რომელიც აშორებს “რეალს” და “ბარსას”

“ქულათა სხვაობა ისეთია, როგორიც არის. ითამაშო სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე უაზრობაა. მაქსიმალურად უნდა გაიცნო მეტოქე, უნდა გაიგო, რა შემოგთავაზეს წინა მატჩებში, როგორი პრობლემები შეგვიქმნეს, უნდა მოძებნო უპირატესობა ტაქტიკურ თამაშში, ეს ყველაფერი საკმარისია კარგი სტრატეგიის შესაქმნელად – აი რაზე უნდა გავაკეთოთ კონცენტრაცია“.

გუნდების სტრატეგიების შესახებ

“მოურინიო ძალიან, ძალიან კარგად მომზადებული მწვრთნელია. თავიდანვე ჩვენ ერთი მანერით ვთამაშობთ. ისინი მოსგებად ითამაშებენ, ჩვენც მოსაგებად ვითამაშებთ. ბევრი რამის გაკეთება მოგვიწევს კარგად, უნდა ვიყოთ სწრაფები, ბურთი სწრაფად გავათამაშოთ და ვიპოვოთ სივრცეები. ეს გუნდი ძალიან აქტიურად თამაშობს, ის გეძებს მოედანზე. ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ“.

ტიტო ვილანოვაზე

“დღეს ტიტო თავს კარგად გრძნობს, გადაწყვეტილებას ხვალ დილით მიიღებს“.

კვლავ “რეალის” სტარტეგიაზე

“გასულ სეზონში ჩვენ 5–ჯერ ვითამაშეთ. სუპერთასზე მათ განსხვავებულად ითამაშეს, ისინი სხვა პრობლემებს გვიქმნიდნენ… შენ არ იცი რას ელი მეტოქისგან, როგორ ფორმაშია, როცა მას არ იცნობ. რაც შეეხება “რეალს”, ჩვენ მათ ვიცნობთ. ჩვენ იდეალური მატჩი უნდა ჩავატაროთ. მათ მიაღწიეს იმ შედეგებს, რაც ახლა აქვთ. ჩვენ მოედანზე მზად უნდა გავიდეთ ძალიან რთული მატჩისთვის“.

მატჩის შესაძლო შედეგზე

“მე არ ვფიქრობ იმაზე. როგორ დასრულდება მატჩი. რა სხვაობა იქნება. არ შემიძლია გუნდი მატჩისთვის მოვამზადო და ამავდროულად სატურნირო სხვაობაზე ვიფიქრო. ჩვენ კონცენტრაცია იმაზე უნდა მოვახდინოთ, თუ რა ახალი მანერით დაიწყო “რეალმა” თამაში“.

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე გამგზავრებაზე

“ხვალ “ბერნაბეუდან” სწრაფად უნდა წამოვიდეთ, რათა იაპონიაში დაშვება მოვასწროთ, სხვაგვარად დაშვების უფლებას არ მოგვცემენ“.

დუელის პრინციპულობაზე

“ითამაშო “რეალის” წინააღმდეგ დიდი პატივია ჩვენთვის. “ბარსა” საუკეთესო მწვრთნელებს ხვდება“.

სესკის შესახებ

“სესკი ისეთი ფეხბურთელია, რომელსაც მოსწონს დიდი მატჩები. პატარაობაშიც კი ის გუნდის ლიდერი იყო“.

კვლავ მატჩის სტრატეგიაზე და მოლოდინზე

“თუკი “ბერნაბეუზე” არ გესმის რას თამაშობ ძალიან რთულია შედეგის მიღწევა. ხვალ (დღეს – რედ.) შესანიშნავი წარმოდგენა იქნება. ჩვენ მივდივართ გასვლით მატჩში, რათა ვაჩვენოთ კარგი თამაში“.

ალექსისის შესახებ

“ალექსისი კვლავ შედის სათამაშო ფორმაში“.

იმის შესახებ, რა სტრატეგიას აირჩევს “რეალი”

“ისინი მატჩს ისე გეგმავენ, რომ დაგვამარცხონ. ყოველთვის არსებობს ბევრი სტრატეგია მატჩის დასაგეგმად, მაგრამ არ ვიცი ისეთი გუნდი, რომელიც მოედანზე ისეთო გეგმით გამოვა, რომ გამარჯვება არ სურდეს. ხვალინდელი მატჩი გამონაკლისი არ იქნება“.

3 ან 4 მცველის ტაქტიკაზე და რისკებზე

“არ აქვს მნიშვნელობა 3 ან 4 მცველი თუ იქნება. არის ბევრი ნიუანსი. ჩვენ არ შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ “ბერნაბეუზე” ჩავალთ და ისინი არ გადმოვლენ ნახევარს აქეთ. საბოლოოდ ყველაფერი ერთი მიზნისთვის კეთდება: შევქმნათ საგოლე მომენტები მათ კართან“.

შეტევა თუ დაცვა მეტოქის მოედანზე

“ჩვენ მოედანზე მაქსიმალურად ამბიციურები გავალთ. ჩემი აზრით არ არსებობს მოედანი, სადაც ამაზე უარი უნდა თქვა, გასაკუთებით მადრიდში. შენ უნდა შექმნა საგოლე მომენტები. კარგად უნდა შეუტიო და წახვიდე წინ“.

იმის შესახებ, ნერვილობენ თუ არა მისი ფეხბურთელბი

“რა თქმა უნდა ხვალ იმაზე მეტად ინერვიულებენ, ვიდრე სხვა შემთხვევებში. შენ უნდა ღელავდე, მაგრამ ის კარგად უნდა აკონტროლო. ეს არის ის, რაც გამოძრავებს“.

ვინ არის საუკეთესო ფეხბურთელი?

“მესი, მისი მსგავსი ფეხბურთელი არ მინახავს. ის ძალიან კარგი ფეხბურთელი იყო, მას არაფრის ეშინია. ახლა მას გამოცდილება მოემატა“.

“ბარსელონას” ხმის შესახებ

“ყოველ დღე აქ გამოდის ერთი ფეხბურთელი და გელაპარაკებათ თქვენ. მე პრეს–კონფერენციები ყოველ სამ დღეში მაქვს. ვფიქრობ, რომ უფრო დიდი როლი მაქვს, თუმცა ეს ჩემი ნებით არ ხდება“.

საკუთარი კლასიკოების გახსენება

“მახსოვს, რომ “ბერნაბეუზე” ჩემს პირველ მატჩში ბუტრაგენიოს ვმეთვალყურეობდი. უფრო მეტად კადრები მახსოვს, განსაკუთრებული არაფერი“.

ადრინდელ და ახლანდელ “რეალზე”

“ისინი ყოველთვის ძალიან ძლიერი მეტოქეები იყვნენ. ახლა ისინი უკეთ იცნობენ ერთმანეთს, დიდი ხანია ერთად თამაშობენ. ფეხბურთელებს უკეთ ესმით, რა სურს მწვრთნელს მათგან. მე ვაგრძელებ ფიქრს, რომ “რეალი” დიდებული გუნდია, რომელიც თუკი დიდ ზეწოლას ახდენს შენზე ყოველთვის გამარცხებს“.

“რეალის” სისუსტეებზე

“ლამაზი არ იქნება მათ სისუსტეებზე საუბარი. ეს ძალიან სუბიექტურია. ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ იმას, თუ რაში შეიძლება ვაჯობოთ მას“.

კვლავ გამარჯვებაზე თამაშზე

“ეს ძალიან რთული სტადიონია, რათა წარმატებას მიაღწიო. ეს ბოლო წლებია ჩვენ გამოგვდის, ჩვენ მოედანზე გამარჯვების იდეით მივდიოდით. მე ვთხოვ ფეხბურთელებს, რომ ეს შეძლონ. ჩვენ უნდა ვიყოთ გამბედავები და ძლიერები“.

შეკითხვა იმაზე, თუ რატომაა სიმშვიდე კლასიკოს წინ

“მე მირჩევნია ასეთ მდგომარეობაში შევხვდეთ კლასიკოს“.

იმის შესახებ, გადაწყვეტს თუ არა მატჩის ბედს ერთი ფეხბურთელი

“ჩვენ ვცდილობთ ყველაფერი ერთი ფეხბურთელის ხელში არ იყოს, ამაშია ჩვენი იდეა. ჩვენ განსაკუთრებული ფეხბურთელები გვყავს და ამ ტალანტებისგან მაქსიმალური შედეგი უნდა მივიღოთ. ჩვენ შეხვედრაზე ყოველთვის იმ იდეით გამოვდივართ, რომ კარგი მატჩი ჩავატაროთ“.

ცალკეულ ფეხბურთელებზე

“თავის დროზე ვთქვი, რომ მასკა ცენტრალური მცველის პოზოციაზე საუკეთესო იყო, მაგრამ ახლა ყველა ფორმის პიკშია. მე კმაყოფილი ვარ ყველა მათგანით“.

სასტარტო შემადგენლობაზე

“ახლა რამდენიმე ეჭვი მაქვს, რომელსაც ხვალ გადავწყვეტ“.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში