მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“რეალი”–”ბარსა” – შვილმა მამა მოკლა!

“რეალი”–”ბარსა” – შვილმა მამა მოკლა!

ანგოლაში სარაზელი და შემაშფოთებელი ფაქტი მოხდა. როდესაც 17 წლის შვილი და მამა საუბრობდნენ მოახლოებული “ელ კლასიკოს” თაობაზე, უცბად რაღაცაზე კამათი დაიწყეს. შემდეგ ეს კამათი უკვე ფიზიკურ შეურაცხყოფაში გადაიზარდა.

 

როდესაც გამწარებულმა მამამ შვილს ხელი დაარტყა, 17 წლის ბიჭი გვერდზე ოთახში გაგიჟებული გავარდა, დამბაჩას ხელი დაავლო და საკუთარ მშობელს ორჯერ ესროლა. კაცი ადგილზე მოკვდა, ხოლო ბიჭი ადგილიდან მიიმალა და ახლაც ძებნაში იმყოფება.

 

ჯერჯერობით უცნობია რა ვერ გაიყვეს ანგოლური ოჯახის წევრებმა და რაზე დაიწყო ჩხუბი, რასაც შემდეგ უკვე უშუალოდ მკვლელობა მოჰყვა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში