მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფაბრეგასი: ”ჩვენ ”ბერნაბეუზე” მოსაგებად მივდივართ”

ფაბრეგასი: ”ჩვენ ”ბერნაბეუზე” მოსაგებად მივდივართ”

”ბარსელონას” ნახევარმცველმა, სესკ ფაბრეგასმა განაცხადა, რომ ”სანტიაგო ბერნაბეუზე”, ”რეალთან” გასამართი მატჩის წინ მხოლოდ ერთი რამ იცის: ”უნდა ვითამაშოთ გამბედავად და ბრწყინვალედ”.

”ლევანტესთან” შესანიშნავი გამარჯვების და წინ ”ბატესთან” გასამართი მატჩის მიუხედავად კითხვები ”ელ კლასიკოს” შესახებ ისმის.”ბარსა ტვ”-სთან საუბრისას სესკ ფაბრეგასმა განაცხადა: ”გუნდი თავს ყოველთვის შესანიშნავად გრძნობს. ჩვენ ყოველთვის მაქსიმუმისთვის ვიბრძვით. ”ბერნაბეუზე” მხოლოდ გამარჯვების მოსაპოვებლად წავალთ. საჭირო იქნება გამბედავად და ბწრყინვალედ თამაში, ასევე საკუთარი თამაშის ჩვენება”.

ფაბრეგასი თვლის, რომ ”რეალთან” მატჩი მაინც იმოქმედებს პრიმერას მსვლელობაზე. თუკი მარცხი ”ბარსასთვის” სატურნირო მდგომარეობის მხრივ ნეგატიური იქნება, მაშინ გამარჯვება ფსიქოლოგიურად იმოქმედებს, რომელიც გუნდს ჩემპიონობისთვის ბრძოლაში დაეხმარება, ასევე ”ბარსა” დამშვიდდება მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის წინ.

”ბერნაბეუზე” ძალიან სახიფათოა

სესკი გვაფრთხილებს: ”ბერნაბეუზე” თამაში ძალიან რთულია. თუკი ჩვენ იქ შეშინებულები ან თამაშისადმი არასერიოზული დამოკიდებულებით წავალთ ძალიან გაგვიჭირდება. ”რეალიც” მხოლოდ გამარჯვებისთვის იბრძოლებს. გულშემატკივრების წინაშე მათ სხვა გზა არ აქვთ”.

ასევე ფაბრეგასმა ”ლევანტესთან” მატჩზე გააკეთა კომენტარი: ”ეს სრულყოფილი მატჩი იყო მთელი გუნდის შესრულებით. ჩვენ კარგ ფორმაში და ტაქტიკურად კარგად მომზადებულები ვიყავით. ნებისმიერ შემთხვევაში საჭიროა თამაშის სრულყოფა და პროგრესირება. რაც შეეხება ჩემს გოლებს, გატან ყოველთვის სასიამოვნოა. საბოლოოდ კი ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდის შედეგებია”.

სამი გოლი თავით

სესკმა ასევე იმის შესახებაც ისაუბრა, რომ მიმდინარე სეზონში უკვე სამი გოლი გაიტანა თავით: ”ჩემი თანაგუნდელები გენიალურები არიან. მათგან ყოველთვის საუკეთესო მოქმედებებს ველი, რადგან ისინი დიდებელი მოთამაშეები არიან. ”ბარსაში” მეტოქის კართან უფრო ახლოს ვთამაშობ და ეს შანს მაძლევს სწრაფად მივუსწო გადაცემებს”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში