კატალონიის “ბარსელონას” კაპიტანმა კარლეს პუიოლმა “ლევანტეს” ფეხბურთელთან, კონესთან შეჯახების შემდეგ თავი ძალიან ცუდად იგრძნო. როგორც გაირკვა, მას წამიერად გონება დაებინდა. გავრცელებული ინფორმაციით, შეჯახება იმდენად ძლიერი გამოდგა, რომ ესპანელი მცველი რამდენიმე ხნის მანძილზე ვერაფერს ხედავდა.
ამ ინციდენტის შედმეგ, ხოსეპ გვარდიოლამ მისი შეცვლა 36–ე წუთზე განახორციელა. შეჯახებიდან კიდევ რამდენიმე წუთი კარლესმა მოედანზე დაჰყო, მაგრამ უჭირდა თვალებში გამოხედვა, ანუ კარგად ვერ ხედავდა და სწორედ ეს გახდა მოედნის დატოვების მთავარი მიზეზი.
პუიოლი, რომლის ადგილიც დანი ალვესმა დაიკავა, მინდვრიდან გასვლის შემდეგ პირდაპირ გასახდელისკენ გაემართა, სადაც დამშვიდდა და თავი უკეთ იგრძნო. როგორც კლუბის ხელმძღვანელობა იტყობინება, 33 წლის კაპიტანი მადრიდის “რეალთან” სათამაშოდ 100%–ით მზად იქნება.
