მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კასილასი: “მე “ბარსელონას” გულშემატკივარი ვარ”

კასილასი: “მე “ბარსელონას” გულშემატკივარი ვარ”

მადრიდის “რეალის” გოლკიპერს იკერ კასილიასს, რბილად რომ ვთქვათ, სახლში “მტერი” ჰყავს. როგორც გაირკვა მისი ძმა უნაი კასილიასი კატალონიის “ბარსელონას” გულშემატკივარია; “ბარსელონასი”, რომელიც “ბლანკოსის” მთავარი კონკურენტია. უნაიმ მისი სიმპათიები “ლურჯ–ბროწეულისფერთა” მიმართ ხმამაღლა გააჟღერა და თქვა, რომ იგი ყოველთვის ქომაგობს საკუთარ ძმას, თუმცა გულის სიღრმეში ნამდვილი კულეა. უნაიმ ასევე ორი სიტყვით მოახლოებულ “ელ კლასიკოზეც” ისაუბრა.

 

“მე ჩემი ძმის წინააღმდეგი არასოდეს ვყოფილვარ და მისი დიდი ფანი ვარ, მაგრამ არ ვმალავ იმას, რომ როგორც გუნდის, “ბარსელონას” უდიდესი ფანი ვარ. ვიყო იკერის ძმა, ეს რა თქმა უნდა ჩემთვის არანაირ ტვირთს არ წარმოადგენს. რაც შეეხება მოახლოებულ “ელ კლასიკოს”, მის კარგ გამოსვლას ველი და როგორც ყოველთვის, “ბლაუგრანას” ვუქომაგებ.” –განაცხადა უნაი კასილიასმა Sports Cope–სთან ინტერვიუში.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში