წინასწარი ინფორმაციით, მადრიდის “რეალის” ფეხბურთელი რიკარდო კარვალიო კატალონიის “ბარსელონასთან” გასამართ შეხვედრას გამოტოვებს. როგორც სამეფო გუნდის ოფიციალური საიტი იტყობინება, პორტუგალიელმა მოთამაშემ ვარჯიშზე მუხლის ტრავმა მიიღო და ჯერჯერობით გარკვეული ვადით მოუწევს დასვენება.
როგორც მოგეხსენებათ, კარვალიოს დაახლოებით თვენახევარი გაუცდა ტრავმის გამო და ახლა გამოჯანმრთელდა, ვარჯიში აღადგინა და კვლავ პრობლემები შეექმნა. ეს “რეალისთვის” დიდი დანაკლისი იქნება ისეთ პრინციპულ დაპირისპირებაში, როგორიც “ელ კლასიკოა”.
შეგახსენებთ, რომ “ლურჯ–ბროწეულისფერები” და “თეთრები” ერთმანეთს “სანტიაგო ბერნაბეუზე” 10 დეკემბერს შეხვდებიან.
