არსებობს იმის საშიშროება, რომ “ბარსელონას” მცველმა ხერარდ პიკემ მოურინიოს ფეხბურთელების წინააღმდეგ მატჩი გამოტოვოს.
მოგეხსენებათ, რომ პიკემ გუშინ “რაიოს” წინააღმდეგ მატჩში 84_ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. ეს მისთვის მე_5 ყვითელი ბარათი იყო “ლა ლიგაში”, რის გამოც ის “ლევანტესთან” მატჩს გამოტოვებს.
არსებობს იმის ვარიანტიც, რომ ფედერაციამ ორ თამაშიანი დისკვალიფიკაცია მიანიჭოს ფეხბურთელს. ამ შემთხვევაში პიკე გამოტოვებს “ელ კლასიკოს”, რაც “ბარსელონასთვის” დიდი დანაკლისი იქნება.
