წარმატებულად გავლილი კურსის შემდეგ პეპ გვარდიოლას თანაშემწე, ფრანსესკ (ტიტო) ვილანოვა დღეს დილით საავადმყოფოდან გაწერეს.
ტიტო ვილანოვას ყელზე ოპერაცია გასულ ოთხშაბათს ჩაუტარდა საავადმყოფო ”Vall d’Hebron”-ში. ოპერაცია ძალზედ წარმატებულად ჩატარდა და სრულად მისი განკურნება 3-4 კვირაში იგეგმება. პირველი დადებითი ნაბიჯი უკვე გადადგმულია: ტიტო სახლში იმყოფება.
გასულ კვირას ასევე გავრცელდა ცნობა, რომ ვილანოვა 10 დეკემბერს, ”სანტიაგო ბერნაბეუზე” პეპ გვარდიოლას გვერდით იქნება.


