მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ნეიმარი: “უკვე აღარ ვიცი როგორ აღვწერო მესი”

ნეიმარი: “უკვე აღარ ვიცი როგორ აღვწერო მესი”

ბრაზილიული “სანტოსის” ფეხბურთელი ნეიმარი, კვლავ აგრძელებს კატალონიის “ბარსელონას” თავდამსხმელის, ლიონელ მესის მიმართ საქებარი სიტყვების “სროლას”. ნეიმარმა ასევე კიდევ ერთხელ ისიც აღნიშნა, რომ ძალიან უნდა კლუბების მსოფლიო ჩემპიონატის მოგება.

 

“მე უკვე არაერთხელ ვისაუბრე მესიზე და ახლა მისი თავიდან აღწერა ძნელია. ის შესანიშნავი მოთამაშეა და აქვს ყველაფერი, რაც მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელს სჭირდება. მოედანზე მისი ნეიტრალიზირება ძალიან რთულია და პრაქტიკულად არც კი ვიცი, როგორ შეიძლება ლეოს შეჩერება. მსოფლიოში კიდევ ბევრი სხვა ბრწყინვალე ფეხბურთელებიც არსებობენ. მაგალითად, ბრაზილიაში ფულს არ დავზოგავდი, რათა მეცქირა რონალდინიოსა და განსოს თამაშს, ხოლო ევროპაში დიდი სიამოვნებით დავიხარჯებოდი მესის და კრიშტიანუ რონალდუს თამაშის სანახავად. ასევე მინდა ვთქვა, რომ კვლავ დიდი სურვილი მაქვს კლუბების მსოფლიო ჩემპიონატის მოგების და ამისთვის თავს არ დავზოგავ.” –განაცხადა ნეიმარმა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში