“ხეტაფეს” მთავარი მწვრთნელი ლუის გარსია პლასა, კარზე მომდგარი ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მატჩის წინ, სადაც მისი გუნდი კატალონიის “ბარსელონას” დაუპირისპირდება, ძალიან ოპტიმისტურადაა განწყობილი და სჯერა, რომ “ხეტაფე” არა მარტო ქულების წართმევას, არამედ “ბლაუგრანას” დამარცხებასაც კი შეძლებს.
“ჩვენ დარწმუნებული ვართ იმაში, რომ შეგვიძლია “ბარსელონას” დამარცხება. კატალონიელები არ არიან დაუმარცხებლები. მართალია ამ სეზონში მათ ცოტა წააგეს, მაგრამ ბევრი მატჩი დაამთავრეს ფრედ. “სევილია”, “ვალენსია”, “სოსეიდადი” და “ატლეტიკი”–ეს ის გუნდები არიან, რომლებმაც “ბლაუგრანას” ქულები დააკარგვინეს. “ხეტაფესაც” ძალუძს ჩაეწეროს ამ სიაში და მოახერხოს ის, რასაც არავინ ელის. თუმცა ვფიქრობ, რომ ჩვენ ფრე კი არა, ამ დაპირისპირებაში საერთოდ გამარჯვებაც კი შეგვიძლია.” –ციტირებს პლასას სიტყვებს მადრიდული ყოველდღიური გამოცემა “მარკა”.



