მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონას” ბოტიას დაბრუნება სურს

“ბარსელონას” ბოტიას დაბრუნება სურს

გუშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კატალონიის “ბარსელონას” გადაწყვეტილი აქვს დაიბრუნოს 22 წლის ფეხბურთელი ალბერტო ბოტია, რომელიც ამ დროისათვის ხიხონური “სპორტინგის” ღირსებას იცავს.

 

როგორც Onda  Cero იტყობინება, “ლურჯ–ბროწეულისფერთა” ხელმძღვანელობა კმაყოფილია ახალგაზრდა მცველის არსებული ფორმით და თვლიან, რომ მას შესწევს “ბარსას” ღირსების დაცვის უნარი. წინასწარი ინფორმაციით, ალბერტოს სატრანსფერო ფასი 2.5 მილიონ ევროს შეადგენს. ფეხბურთელი 14 წლის ასაკიდან “ბარსელონას” საფეხბურთო სკოლაში იზრდებოდა, ხოლო 2009 წელს ოფიციალურად გადაბარგდა “სპორტინგში”.

 

თუ ეს არ არის უბრალოდ ჭორი და კატალონიურ გრანდს ნამდვილად სურს ბოტიას დაბრუნება, მაშინ ნამდვილად არ იქნება გასაკვირი, თუ თავად მოთამაშეც დიდი სიამოვნებით დათანხმდება ამ შეთავაზებას.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში