მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კასილასი: “მოურინიოს ქცევა ქებას იმსახურებს”

კასილასი: “მოურინიოს ქცევა ქებას იმსახურებს”

ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის “რეალის” კაპიტანი, იკერ კასილიასი, აღფრთოვანებულია ჟოზე მოურინიოს საქციელით, რომელმაც ტიტო ვილანოვას მალე გამოჯანმრთელება უსურვა. იტყობინება ესპანური მედია.

 

შეგახსენებთ, რომ ტიტო ვილანოვას დაუდგინებს გლანდების კეთილთვისებიანი სიმსივნე, რის შემდეგაც ჟოზე მოურინიომ მას გამოჯანმრთელება უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ გვარდიოლას დამხმარე მას თბილად შეხვდება “სანტიაგო ბერნაბეუზე” გასამართ “კლასიკოზე”.

 

აქვე გეტყვით, რომ მოურინიოსა და ტიტოს ბოლო შეხვედრა ნამდვილად არ იყო სახარბიელო. პორტუგალიელმა მას თვალში თითი ჩააჭირა, ხოლო ტიტომ თავში წამოარტყა.

 

“როდესაც ჟოზეს სიტყვები წავიკითხე აღტაცებული დავრჩი. ის მხოლოდ ქებას იმსახურებს. შეიძლება ეს ვინმეს არ მოსწონს, მაგრამ ჩვენი მწვრთნელი პირდაპირი კაცია. ყოველთვის იმას ამბობს, რასაც გრძნობს. რაც გუნდს სჭირდება იმას აკეთებს. მოურინიომ გამოჯანმრთელება უსურვა დაავადებულ ადამიანს. როდესაც მოუ ვნახე ამ სიტყვების შემდეგ, აღტაცება ვერ დავმალე”. დაასრულა იკერმა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში