მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მაზინიოს სჯერა, რომ რაფინიას ტიაგოსნაირი მომავალი ექნება

მაზინიოს სჯერა, რომ რაფინიას ტიაგოსნაირი მომავალი ექნება

ბრაზილიის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს და ტიაგო და რაფაელ ალკანტარას მამას სჯერა, რომ რაფინიას კონტრაქტის გახანგრძლივება შედეგს გამოიღებს და ის გაჰყვება თავისი ძმის ნაკვალევს და შეძლებს პირველ გუნდში ადგილის დამკვიდრებას.

 

“ყველაფერი ნელა მიდის, მაგრამ მწამს, რომ რაფაელი მიაღწევს ტიაგოს დონეს და შეძლებს პირველ გუნდში ღირსეულად გამოსვლას. მას ძალიან კარგად გამოსდის შეტევის დასრულება, ანუ გოლების გატანა, ხოლო ტიაგო საოცარ პასებს არიგებს, თუმცა ასევე იტანს კიდეც. ძალიან ვამაყობ ორივე მათგანით და მჯერა მათი.”–განაცხადა მაზინიომ.

 

როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ რაფინიამ “ბარსელონასთან” კონტრაქტი 2014 წლამდე გაახანგრძლივა და შეეცდება დაამტკიცოს, რომ იმსახურებს პირველ გუნდში გადმოყვანას.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში