ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიის “ბარსელონას” მაესტრომ, ჩავი ერნანდესმა, განაცხადა, რომ იგი აფასებს ბრაზილიელ ტალანტს, ნეიმარ და სილვას. იტყობინება გამოცემა “Spor TV”.
“ის არის დიდი ტალანტის მქონე ბიჭი, რომელსაც დაუჯერებელი შესაძლებლობები აქვს. რამდენს ლაპარაკობენ მის გარშემო, წერენ, რომ იგი ხან “ბარსაში” გადავიდა, ხან “რეალში”, მაგრამ არა – იგი “სანტოსში” დარჩა”.
“მე ვფიქრობ, რომ ნეიმარ და სილვა არც “რეალში” და არც “ბარსელონაში” არ დაიკარგებოდა. მას აქვს იმის უნარი, რომ იყოს უდიდესი ფეხბურთელი და ვერ დააბრკოლებს გრანდებში ასპარეზობა”. დაასრულა ჩავი ერნანდესმა.
შეგახსენებთ, რომ ნეიმარის გადმობირებისთვის იბრძვიან ისეთი გუნდები, როგორებიც არიან კატალონიის “ბარსელონა”, მადრიდის “რეალი” და ლონდონის “ჩესლი”. თუმცა ამ უკანასკნელის შანსი მინიმალურია.


