იტალიური “მილანისა” და კატალონიის “ბარსელონას” ყოფილმა ნახევარმცველმა, დემეტრიო ალბერტინიმ, ისაუბრა “როსონერის” 11 ნომერზე, ზლატან იბრაჰიმოვიჩზე. იტყობინება ესპანური პრესა.
შეგახსენებთ, რომ “მილანში” ასპარეზობამდა, შვედი “ბარსას” ღირსებას იცავდა და ალბერტინის თქმით, იგი ვერ ჯდებოდა “ლურჯ-ბროწეულისფერთა” სათამაშო სტილში.
“ზლატანი, ჩემთვის, მსოფლიოს საუკეთესო 5 თავდამსხმელს შორისაა შესული. მას ყველაფერი აქვს. საქმე იმაში გახლავთ, რომ “ბარსელონა” თანამშრომლობს მხოლოდ იმ ფეხბურთელებთან, რომლებიც აკმაყოფილებენ მათ სათამაშ ფილოსოფიას. იბრაჰიმოვიჩს სჭირდება თავისუფალი სივრცე და ინდივიდუალური თამაში. სწორედ ასე თამაშობს “მილანში” და ჩემი აზრით, სწორედ ასეთ სტილში უნდა იასპარეზოს მან. “ლურჯ-ბროწეულისფერთა” ფილოსოფიაში კი იგი არ ჯდება”. დაასრულა დემეტრიო ალბერტინიმ.
