მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“რუმენიგე: “ბაიერნს” ძალუძს “ბარსასთვის” და “რეალისთვის” წინააღმდეგობის გაწევა”

“რუმენიგე: “ბაიერნს” ძალუძს “ბარსასთვის” და “რეალისთვის” წინააღმდეგობის გაწევა”

მიუნხენის “ბაიერნის” ხელმძღვანელობის წარმომადგენელი კარლ–ჰაინც რუმენიგე, ძალიან კმაყოფილია თავისი გუნდის თამაშით და დიდი იმედი აქვს, რომ გერმანული გრანდი ჩემპიონთა ლიგაზე შეძლებს გაუწიოს წინააღმდეგობა მთავარ ფავორიტებს, კატალონიის “ბარსელონას” და მადრიდის “რეალს”. ყოფილი ფეხბურთელის თქმით, ბავარიელები ლამაზ და სანახაობრივ ფეხბურთს აჩვენებენ და ეს ყველაზე მთავარია.

 

“ჩვენ და ჩვენი გულშემატკივრები კმაყოფილნი ვართ გუნდის გამოსვლით. “ბაიერნი” გერმანიის “ბუნდესლიგაში” პირველ ადგილს იკავებს. ასევე ჯგუფის თავში ვართ მოქცეული ჩემპიონთა ლიგაზეც. მართალია, ამ ტურნირზე მთავარ ფავორიტებად “ბარსელონა” და “რეალი” მოისაზრებიან, მაგრამ დარწმუნებული ვარ, შეგვიძლია ესპანური გრანდებისთვის წინააღმდეგობის გაწევა და ბრძოლა ჩემპიონობისთვის.” –ციტირებს რუმენიგეს სიტყვებს გერმანული პრესა.

 

როგორც მოგეხსენებათ, გუშინ “ბაიერნმა” კიდევ ერთი მატჩი გამართა ჩემპიონთა ლიგის ეგიდით და საკუთარ მოედანზე დამაჯერებლად დაამარცხა “ვილიარეალი”, ანგარიშით 3:1.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში