მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სუბისარეტა:”გამარჯვების შემთხვევაში თამაშს  ვილანოვას მივუძღვნით”

სუბისარეტა:”გამარჯვების შემთხვევაში თამაშს ვილანოვას მივუძღვნით”

გუნდის სპორტულმა დირექტორმა, ანდონი სუბისარეტამ ხვალინდელ მატჩზე ისაუბრა. მან განაცხადა, რომ მოგების შემთხვევაში თამაშს პეპის დამხმარეს ტიტო ვილანოვას მიუძღვნიან, რადგან მან იშრომა ბევრი, რათა ფეხბურთელები თავის ჩვეულ ფორმაში ჩამდგარიყვნენ.

 

სუბიმ განაცხადა, რომ ფრე არ იქნება ცუდი შედეგი, მაგრამ ისინი გამარჯვებისთვის იბრძოლებენ და ეცდებიან შინ 3 ქულით დაბრუნდნენ.

 

ანდონი სუბისარეტამ ასევე ისაუბრა იბრაჰიმოვიჩზე: “თუ მას შევხვდებით, აუცილებლად მივესალმებით, ჩვენ მას ვაფასებთ, როგორც მეტოქეს. ბევრი ამ თამაშს უყურებს, როგორც იბრას რევანშს ჩვენდამი, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ.”

 

გუნდის სპორტულმა დირექტორმა ასევე აბიდალის კონტრაქტზეც თქვა ორიოდე სიტყვა: “ჩვენ ვეცდებით, შევთანხმდეთ აბიდალის აგენტთან. ჩვენი სურვილი და მიზანია აბი გუნდში დარჩეს”.

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში