მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

 “ბარსელონას” ოთხ დღეში 2 მატჩი აქვს ჩასატარებელი.

23 ნოემბერს “მილანი”-“ბარსელონა”

 ეს ორი გუნდი იბრძვის ჩემპიონთა ლიგის H ჯგუფში პირველი ადგილის დასაკავებლად. ამ დროისთვის ლიდერი “ბარსელონაა” 10 ქულით, მეორეზე კი “მილანია” 8 ქულით. “ბლაუგრანელებს” სასურველი შედეგის მისაღწევად ფრეც აწყობს, ხოლო იტალიელებს მხოლოდ გამარჯვება სჭირდებათ. თამაში მილანში “სან სიროზე” გაიმართება. 

 

26 ნოემბერს “ხეტაფე”-“ბარსელონა”

“ხეტაფე”, რომელმაც “ლა ლიგის” წინა მატჩზე “სპორტინგთან” წააგო მე_15 ადგილზე იმყოფება 10 ქულით, “ბარსელონას” კი სატურნირო ცხრილში მხოლოდ “რეალი” უსწრებს 3 ქულით. “ბარსას” 28 ქულა აქვს. “ბლაუგრანელებმა” ქულები არ უნდა დაკარგონ, რადგან “ელ კლასიკოზე” მოგების შემთხვევაში “რეალს” გაუთანაბრდებიან და ქულების ერთიდაიგივე რაოდენობა ექნებათ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში