მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

მიმდინარე სეზონში “ბარსელონამ” “კამპ ნოუზე” გამართა ლა ლიგის 7 მატჩი, სადაც ჯამში 30 გოლი გაიტანა, ხოლო საკუთარ კარში არცერთი მიუღია.

 

“ვილიარეალი” 5:0, “ოსასუნა” 8:0, მადრიდის “ატლეტიკო” 5:0, სანტადერის “რასინგი” 3:0, “სევილია” 0:0, “მალიორკა” 5:0 და “სარაგოსა” 4:0. ეს ლა ლიგის ის შვიდი მატჩია, რომელიც “ბარსამ” “კამპ ნოუზე” ჩაატარა. 6 გამარჯვება და ერთი ფრე, ბურთების შეფარდება კი 30:0-ზე კატალონიელთა სასარგებლოდ. ეს რეკორდული მაჩვენებელია.

 

30-დან 14 გოლი მესის ანგარიშზეა

ყველაზე ბევრჯერ მეტოქის კარი “კამპ ნოუზე” მესიმ აიღო. ხსენებული 30-დან მესის ანგარიშზე 14 გოლია: “ვილიარეალი” (2), “ოსასუნა” (3), მადრიდის “ატლეტიკო” (3), “რასინგი” (2), “მალიორკა” (3) და “სარაგოსა” (1). დანარჩენი გოლები კი ფეხბურთელებზე ასე ნაწილდება: ვილია (4), ჩავი (2), სესკი (2), ტიაგო (1), სანჩესი (1), კუენკა (1), ალვეში (1), პიკე (1) და პუიოლი (1). დარჩენილი ორი გოლი კი საკუთარ კარში ჩაჭრეს როვერსიომ (“ოსასუნა”) და მირანდამ (“ატლეტიკო”).

 

შვიდნახევარი თვე მშრალად შენახული კარი

და ბოლოს, ვიქტორ ვალდესი, რომელიც საკუთარ კარს მშრალად ლიგის შვიდი მატჩის განმავლობაში ინახავს “კამპ ნოუზე”. ამას ემატება გასული სეზონის ბოლო შეხვედრებიც. ჯამში “კამპ ნოუზე” “ბარსას” კარი 10 მატჩის განმავლობაში აუღებელია (იგულისხმება მხოლოდ ლა ლიგის მატჩები). ბოლოს გვარდიოლას გუნდს “კამპ ნოუზე” 9 აპრილს, “ალმერიამ” გაუტანა (3:1).

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში