ფეხბურთის ღმერთად წოდებული და “ბარსელონას” და არგენტინის” ყოფილი ფეხბურთელის, დიეგო არმანდო მარადონას დედა გუშინ გარდაიცვალა. ოფიციალურად გავრცელებული ინფორმაციით, დონია ტოტა ბუენოს აირესის “არტოს კლინიკაში” მას შემდეგ დაიღუპა, როცა იგი სასწრაფოდ იქნა გადაყვანილი იქ გულის შეტევის გამო. დიეგოს დედას გულზე პრობლემები 2003 წლიდან ჰქონდა და მას შემდეგ რამდენიმეჯერ მოუხდათ ქალბატონის საავადმყოფოში გადაყვანა. საბოლოოდ მან სიცოცხლე 81 წლის ასაკში დაასრულა. დონია ტოტა კომაში ჩავარდა და უშედეგო ოპერაციის შემდეგ, მაინც ვერ მოხერხდა მისი გადარჩენა.
როგორც მოგეხსენებათ, მარადონა “ალ ვასლის” მწვრთნელია და როგორც კი დაურეკეს მას და შეატყობინეს, რომ დედამისი სასწრაფოდ იქნა გადაყვანილი საავადმყოფოში და სიკვდილს ებრძოდა, მან იმწამსვე აიღო თვითმფრინავის ბილეთი და გაემგზავრა არგენტინაში, მაგრამ სამწუხაროდ ვერ მოასწრო ბოლო წუთებში დედიკოს დალაპარაკებოდა. დონია ტოტა მაშინ გამოემშვიდობა წუთისოფელს, როცა მისი ნამდვილად საამაყო ვაჟი ჰაერში იმყოფებოდა.
