კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელმა ერიკ აბიდალმა, რომლის კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივება–არ გახანგრძლივებაზე საუბარი უკვე კარგა ხანია მიმდინარეობს, განაცხადა, რომ კვლავ სურს ლურჯ–ბროწეულისფერი მაისურის ტარება და მისი ოცნება სწორედ ამ ფორმით კარიერის დასრულებაა.
“კლუბის ხელმძღვანელობას უნდა ჩემთან კონტრაქტის გახანგრძლივება. რა თქმა უნდა მეც, ჩემის მხრივ უდიდესი სიამოვნებით მოვაწერ ახალ შემოთავაზებას ხელს.დიდი სურვილი მაქვს კარიერა “ბარსელონაში” დავასრულო და ვგონებ ამაში ხელს არაფერი შემიშლის. თითქმის გადაწყვეტილია, რომ კატალონიურ გრანდში ვრჩები.” –ციტირებს აბიდალის სიტყვებს, Telefoot.
როგორც მოგეხსენებათ, “ბარსელონას” ვიცე–პრეზიდენტმა ხოსეპ მარია ბართომეუმ, რამდენიმე ხნის წინ განაცხადა, რომ ისინი აბიდალთან ახალი კონტრაქტის შესახებ მოლაპარაკებების ფინალურ სტადიაზე არიან და თუ ყველაფერი ასე გაგრძელდა, მაშინ მათ ფრანგი მცველის შენარჩუნებაში არაფერი შეუშლის ხელს.
