workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მე მინდა ვიყო მესისნაირი

მე მინდა ვიყო მესისნაირი

ფაქტია, მესი საუკეთესო ფეხბურთელია დღევანდელ მსოფლიოში, რომელიც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის განაპირა ქალაქებში, როგორიცა პრეტორია, კაბო სითი, პორტ ელიზაბეთი, დურბანი და იოჰანესბურგი კარგადაა ცნობილი.

აღნიშნულ ადგილებში ფეხბურთს უხდება კონკურენცია გაუწიოს ნარკომანიას, შიდსის ეპიდემიას და საშინელ სიღარიბეს. კატალონიურმა გამომცემლობა El Mundo Deportivo-მ გადაწყვიტა გაერკვია როგორაა ასეთი პოპულარული არგენტინელი ფეხბურთელი ისეთ ადგილებში სადაც პრესის ხელმისაწვდომობა დაბალია და 50 ადამიანიდან მხოლოდ 30-ს აქვს ტელევიზიის ყურების საშუალება. ყველაფერ ამის მიუხედავად პატარა ყმაწვილებმა ზედმიწევნით კარგად იციან მესის ბურთის ფლობის მანერაც კი, ისინი უფრო დეტალურად განსჯიან “ბარსელონას” თამაშებს ვიდრე თვით პეპ გუარდიოლა და მისი ასისტენტი, რათა მერე თვითონ მიამსგავსონ საკუთარი სათამაშო სტილი “ბლაუგრანასას”.

ის ფაქტი, რომ მესი “პატარა ბუმბერაზია” განსაკუთრებულ მოტივაციას მატებს ბავშვებს სამხრეთ აფრიკულ ქალაქ ლავენდერ ჰილსში და მის ანკლავ სოვეტოში. ქალაქ პრინც ჯორჯის ერთ-ერთი საშუალო სკოლის მოსწავლეები ნატრობენ, რომ იყვნენ მესისნაირები, ოცნებობენ რომ ლიონელ მეისმ მათ თვალი ჩაუკრათ როდესაც ის გოლს გაიტანს მსოფლიო ჩემპიონატზე.

ამ უკანასკნელში და სხვა ბევრ სკოლაში მოსწავლეები სწავლობენ და იმეორებენ მესის მანერებს, მესის პასებს და ცდილობენ დაემსგავსონ მას ყველაფრით. მესის მიბაძვა მოსწავლეთა განათლების ნაწილია გმხდარი, მიუხედავად მათი სქესისა და ასაკისა. მესის ყველა დიდი სიყვარულით გამოთქვამს იმ ენასა თუ დიალექტზე, რომელზეც სამხრეთ აფრიკაში მცხოვრები ხალხი ლაპარაკობს. მესი ნამდვილად თანამედროვე ბავშვების იდეალია არამარტო სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, არამედ მთელი მსოფლიოს გარშემო. მესი ნამდვილად “პატარა ბუმბერაზი” პიროვნება და ფეხბურთელია.

www.totalbarca.com

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში