მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
აბიდალი კონტრაქტის გახანგრძლივებასთან ახლოსაა

აბიდალი კონტრაქტის გახანგრძლივებასთან ახლოსაა

  კატალონიის “ბარსელონას” ვიცე-პრეზიდენტმა, ხოსეპ მარია ბართმეუმ, განაცხადა, რომ ფრანგი მცველი უახლოეს მომავალში გაახანგრძლივებს კონტრაქტს “ლურჯ-ბროწეულისფერებთან”. შეგახსენებთ, რომ ერიკ აბიდალის კონტრაქტის თანახმად მას კლუბში დარჩენა 2012 წლის ზაფხულამდე შეუძლია და დღემდე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს კლუბის მესვეურებმა და ფეხბურთელის აგენტმა.

 

ხოსეპ მარია ბართომეუ კი დარწმუნებულია იმაში, რომ ფრანგი ფეხბურთელის კონტრაქტის გახანგრძლივება უბრალოდ დროის საკითხია: “ჩვენ წინდახედულები უნდა ვიყოთ. მოლაპარაკებები საფინალო სტადიაშია და შეთანხმების მიღწევასთან ძალიან ახლოს ვართ. “ბარსელონას” ძალიან უნდა, რომ ფრანგა მცველმა კარიერა სწორედ ესპანეთში გააგრძელოს”. დაასრულა კლუბის ვიცე-პრეზიდენტმა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში