”ბარსელონამ” სანაკრებო შესვენების შემდეგ ”ნოუ კამპზე” უმასპინძლა ”სარაგოსას”. კატალონიური კლუბი მთელი მატჩის განმავლობაში დომინირებდა და შეხვედრა მათი გამარჯვებით, 4:0 დასრულდა. შეხვედრაში პირველი გოლი ჩავის ჩაწოდების შემდეგ ხერარდ პიკემ გაიტანა. მეორე გოლი ასევე ჩავის გადაცემის შემდეგ ლეო მესიმ გაიტანა. 54-ე წუთზე სეზონში პირველი გოლი კარლეს პუიოლმა, სეიდუ კეტას თავური გადაცემის შემდეგ გაიტანა. საბოლოო ანგარიში კი შეცვლაზე შემოსულმა დავიდ ვილიამ დააფიქსირა. საგოლე გადაცემა მანს ახალგაზრდა კანტერანომ, ისააკ კუენკამ გაუკეთა. არჩევანი კი თქვენზეა…

”ბარსელონა” – ”სარაგოსა”. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი
ითამაშე პროგნოზების ლიგა!
გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

