ეს იქნება ყველაზე დიდი რაოდენობა ფანებისა, რომლებიც მიჰყვება კატალონიურ გრანდს გასვლით მატჩზე (“უემბლის” ფინალის გარდა). ისინი მხურვალედ უგულშემატკივრებენ საყვარელ ფეხბურთელებს.
პეპ გვარდიოლასა და მის შეგირდება 4 700-ზე მეტი გულშემატკივარი გაამხნევებს, რათა გაარკვიონ უძლიერესის ვინაობა ჩემპიონთა ლიგის H ჯგუფში. ამ გათამაშების ისტორიაში არ ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ ჯგუფური ეტაპის დროს 5 000-მდე ფანი გაყოლილიყო საყვარელ გუნდს.
“სან სიროზე” დასასწრები ბილეთები იტალიურმა კლუბმა პარასკევს გადმოგზავნა და უკვე 5 000-მდე გულშემატკივარმა შეიძინა. ეს არის შემთხვევა, როდესაც ყველაზე მეტი გულშემატკივარი გაჰყვება გუნდს გასვლით მატჩზე. ბოლოს “ბარსელონას” ასეთი რაოდენობა 2009 წელს ახსოვს, კვლავ მილანში გამგზავრებისას, ოღონდ ამჯერად “ინტერთან” მატჩზეა საუბარი, თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს იყო ნახევარფინალი.
ხალხმრავალი მგზავრობები
“ბარსელონას” გასვლით შეხვედრაში მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ გაჰყვა 3 590 ფანი (2011 წ.), მიუნხენის “ბაიერნთან” 3 048 (2009 წ.), ხოლო “შტუტგარდთან” 3 000 გულშემატკივარი (2010 წ.). ჩემპიონთა ლიგის შეხევდრებში სტუმარი გუნდის ფანებს მხოლოდ მთლიანი ადგილების 5 %-ის დაკავების უფლება აქვთ.
