მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გვარდიოლა: “მესის ძირითად შემადგენლობაში დავაყენებ”

გვარდიოლა: “მესის ძირითად შემადგენლობაში დავაყენებ”

კატალონიის “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ, ისაუბრა თავისი გუნდის მომზადებაზე ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მე–13 ტურის მატჩისთვის, სადაც მათი მეტოქე “სარაგოსა” იქნება. პეპის თქმით, არგენტინის ნაკრებიდან დაბრუნებულ დაღლილ ლიონელ მესის მაინც სურს მოედანზე გასვლა და თამაში.

“მესი მზადაა ითამაშოს. ლეო ფეხბურთით ცხოვრობს და არ შეუძლია სათადარიგოთა სკამზე გაჩერება. თუკი ის ფიქრობს, რომ მზადაა მოედანზე გასასვლელად, მაშინ მე რა თქმა უნდა მას ძირითად შემადგენლობაში დავაყენებ. ასევე დღევანდელ ვარჯიშში მონაწილეობა პედრომაც მიიღო. ხვალ გავარკვევთ არის თუ არა მზად სათამაშოდ. დღეს კი მშვენივრად ივარჯიშა და არანაირი პრობლემა არ ჰქონია. ჩვენი ფეხბურთელები ნაკრებებიდან ძალიან მოტივირებულები დაბრუნდნენ, რაც მაკვირვებს და მიხარია.” –განაცხადა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, რომ “ბარსელონას” და “სარაგოსას” დაპირისპირება შაბათს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში