მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კონტრაქტების გახანგრძლივება კუენკასთან, მონტოიასთან და ბარტრასთან

კონტრაქტების გახანგრძლივება კუენკასთან, მონტოიასთან და ბარტრასთან

დეულოფეუსთან, რობერტოსთან და რაფინიასთან კონტრაქტების გახანგრძლივების შემდეგ ”ბარსელონას” სხვა ახალგაზრდა ფეხბურთელებთან სურს კონტრაქტების გაგრძელება.

ხუთშაბათს კლუბის ოფისში მარტინ მონტოია იმყოფებოდა, რათა განეხილა ბოლო დეტალები კონტრაქტის გასაგრძელებლად, რაც უკვე ძალიან ახლოსაა. მის შემდეგ ოფისში მარკ ბარტრა გამოჩნდა აგენტთან ერთად. მის შემთხვევაში ჯერ-ჯერობით ბევრი შეუთანხმებელი პირობაა. მოლაპარაკებები გრძელდება.

ბოლო დღეების მანძილზე ინგლისური კლუბები ამ ფეხბურთელებს ”ბომბავენ” შეთავაზებებით, რომლებიც ფინანსური კუთხით მათთვის გაცილებით მომგებიანია. ფეხბურთელები კი ამ წინადადებებს არ იღებენ. მონტოია სიუტატ ესპორტივადან კმაყოფილი გამოვიდა და ამ ყველაფრის გათვალისწინებით ის კონტრაქტს 2014 წლამდე გააგრძელებს. ”მანჩესტერ სიტი” კვლავ მზადაა ფეხბურთელს თავისამრევი წინადადება შესთავაზოს.

მარკ ბარტრას კონტრაქტი ჯერ დამუშავების ეტაპზეა. მან მარტინ მონტოიას მსგავსად უამრავი წინადადება მიიღო ისეთი კლუბებისგან, როგორებიცაა ”მანჩესტერ სიტი”, ”ჩელსი”, ”ტოტენჰემი” და პრიმერას რამდენიმე კლუბსგან, მაგრამ ის მზადაა ”ბლაუგრანაში” 2014 წლამდე დასარჩენად.

ამ ფეხბურთელებთან შეთანხმების შემდეგ ისააკ კუენკას დრო მოვა. კატალონიური კლუბის მასთან 2 წლით აპირებს ხელშეკრილების გაგრძელებას იმ პირობით, რომ ის ხშირად მოხდება პირვე გუნდში.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში