“ბარსელონას” მარჯვენა მცველმა თავის Twitter-ის მიმდევრებს ახალი ბუცები წარუდგინა.
მარჯვენა ფლანგის “მეტეორი” “კამპ ნოუზე” მაყურებლების წინაშე წარსდგება სწორედ იმ ბუცებით, რომელსაც სურათზე ხედავთ. ალვეში ადიდასთან 2010 წლიდან თანამშრომლობს.
ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა დანი თავის გულშემატკივრებს სოციალური ქსელით აწვდის ინფორმაციას საკუთარი ახალი ბუცების შესახებ. რამდენიმე დღის წინ მან ანალოგიურად წარადგინა ის ბუცები, რომლითან ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში ითამაშა. იგივე მოხდა სუპერთასის და ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩების წინ. როგორც წესი, ასეთი წარდგენის შემდეგ ალვეშის გუნდი შეხვედრას წარმატებულად ასრულებს.
