იტალური “მილანის” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, არიგო საკიმ, პარალელი გაავლო დღევანდელ “ბარსელონასა” და კრუიფის “ოცნების გუნდს” შორის. იტყობინება გავლენიანი გამოცემა “СМИ”.
შედარება პეპ გვარდიოლას გუნდის სასიკეთოდ მოხდა: “ესპანეთში ყოველთვის ასპარეზობდნენ მაღალი კლასის ფეხბურთელები, მაგრამ არ იყო გუნდური სულისკვეთება. კრუიფის შეგირდები ყოველთვის ბრწყინვალე ფეხბურთის დემონსტრირებას ახდენდნენ, მაგრამ არ იგრძნობოდა ერთლუსოვნება დაცვაში. დღევანდელი “ბარსელონა” კი ბევრად უფრო აკადემიური გუნდია, მათ აქვთ დაცვის გამართული მექანიზმი, რომელიც ნებისმიერ სიტუაციაში მუშაობს. “ბარსა” ასევე სრულყოფილი მანქანაა დაუღლელობისა და პრესინგისა. შეიძლება ასეც ითქვას, “ლურჯ-ბროწეულისფერებს” აქვთ ყველაფერი, რაც სრულყოფილ გუნდს სჭირდება”. დაასრულა ლეგენდარულმა არიგო საკიმ.
