2014 წელს ნეიმარი “ლურჯ-ბროწეულისფერ” ფორმას მოირგებს. ამ ინფორმაციას გავლენიანი ესპანური გამოცემა elmundodeportivo ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სანდრო როსელმა ბრაზილიელი ტალანტის მამასთან დადო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც 2014 წლის 30 ივნისიდან ნეიმარი “ბარსელონას” რიგებში გაწევრიანდება. ჯერ-ჯერობით აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალური წყაროების საშუალებით არ დასტურდება, მაგრამ როგორც ამბობენ როსელმა “სანტოსის” პრეზიდენტს “ნეის” შენახვა 2014 წლამდე სთხოვა. სწორედ 2014 წლამდე გაუხანგრძლივა ბრაზილიურმა კლუბმა ფეხბურთელს კონტრაქტი. მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ კი ახალგაზრდა ფეხბურთელი კატალონიის დედაქალაქში გადაბარგდება.
