მადრიდის “რეალის” ყოფილმა ფეხბურთელმა, რომელიც ამჟამად კლუბის სპორტული დირექტორია, ზინედინ ზიდანმა, განაცხადა, რომ ამ მომენტისთვის “თეთრებსა” და “ლურჯ-ბროწეულისფერებს” შორის აღარ არის ისეთი განსხვავება, როგორიც ადრე იყო. იტყობინება ესპანური პრესა.
“უკვე აღარ არის განსხვავება სათამაშო კლასში მადრიდის “რეალსა” და კატალონიის “ბარსელონას” შორის. ჩვენ უკვე “ბარსას” დონეზე ვართ, ან შეიძლება ითქვას ვაჯობეთ კიდეც მათ”. ამბობს ლეგენდა.
რაც შეეხება საკუთარ მომავალს, მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონმა განაცხადა: “არ გამოვრიცხავ იმ ფაქტს, რომ მწვრთნელობას მივყო ხელი. შემიძლია ამ კუთხით რაღაცის შემოთავაზება, უბრალოდ ყველაფერი ეს მომავლის საკითხია”. დაასრულა ზინედინ ზიდანმა.
