გუშინდელი ამხანაგური შეხვედრის შემდეგ, სადაც ინგლისის ნაკრებმა ესპანეთს “უემბლის” სტადიონზე უმასპინძლა (1:0), “ფურია როხას” ნახევარმცველებმა, ჩავი ერნანდესმა და სესკ ფაბრეგასმა კომენტარები გააკეთეს და თქვეს, რომ ისინი არ იმსახურებდნენ ამ წაგებას.
ფაბრეგასი: “გოლი გავუშვით, მაგრამ მთიანობაში კარგად ვითამაშეთ. ბურთს ვაკონტროლებდით და მეტოქეს ვაიძულებდით თავის ნახევარზე მდგარიყო. ორი საგოლე მომენტი მეც მქონდა, თუმცა სამწუხაროდ ვერ გამოვიყენე. ძალიან ვწუხვარ, რომ გამეტანა ყველაფერი შეიცვლებოდა. საბოლოო ჯამში, ვფიქრობ არ ვიმსახურებდით მარცხს. არ მიყვარს გაამრთლებაზე და არ გამართლებაზე საუბარი, მაგრამ დღეს აშკარად არ ყოფილა ფორტუნა ჩვენს მხარეს. მაინც, რა თქმა უნდა ვულოცავ ინგლისს გამარჯვებას.”
ჩავი: “ზუსტად იგივე მოხდა, რაც მსოფლიო ჩემპიონატზე შვეიცარიასთან. ჩვენ ვქმნიდით მომენტებს, ვფლობდით ბურთს და ვურტყამდით კარში, თუმცა გოლის გატანას ვერ ვახერხებდით. ასეთი სახის მატჩებში, 10–დან 9–ს ვიგებთ. დღეს ნამდვილად არ გაგვიმართლა.”
