მადრიდის “რეალის” კარის დარაჯი იკერ კასილიასი, ესპანურ პრესასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ კატალონიის “ბარსელონასთან” შეხვედრაზე ფიქრი ჯერ ძალიან ადრეა. ესპანელი გოლკიპერის თქმით, მის გუნდს “ელ კლასიკომდე” არაერთი მნიშვნელოვანი მატჩის ჩატარება მოუწევს და ჯერ არ ღირს წინასწარ ფიქრი “ლურჯ–ბროწეულისფერებზე”.
“ამ დროისათვის, ჩვენ ნამდვილად არ ვფიქრობთ “ბარსელონასთან” შეხვედრაზე. იქამდე ჯერ კიდევ დიდი დროა და ბევრი მნიშვნელოვანი შეხვედრის გამართვა გვიწევს. ახლა კატალონიელებს 3 ქულით ვუსწრებთ, მაგრამ როდესაც “ელ კლასიკოს” დრო დადგება, შესაძლოა ეს უპირატესობა აღარც გვქონდეს. ამიტომ საჭიროა მობილიზაცია შემდეგ მატჩზე, “ვალენსიას” წინააღმდეგ. “ლურჯ–ბროწეულისფერებზე მაშინ ვიფიქრებთ, როცა მათთან დაპირისპირებამდე რამდენიმე დღე იქნება დარჩენილი.” –განაცხადა იკერმა.
შეგახსენებთ, რომ “რეალი” და “ბარსელონა” ერთმანეთს 10 დეკემბერს, “სანტიაგო ბერნაბეუზე” შეერკინებიან.

