რობერტ ლევანდოვსკი ისტორიული რეკორდის ზღვარზე

რობერტ ლევანდოვსკი ისტორიული რეკორდის ზღვარზე

“ბარსელონას” თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი ჩემპიონთა ლიგის მორიგ მატჩში შესაძლოა ისტორიული რეკორდის ავტორი გახდეს. პოლონელი ფორვარდი უკვე იმ ფეხბურთელებს შორისაა, რომლებმაც ამ ტურნირზე ყველაზე მეტ სხვადასხვა მეტოქეს გაუტანეს გოლი.

ამ დროისთვის ლევანდოვსკის ჩემპიონთა ლიგაზე გოლი გატანილი აქვს 40 სხვადასხვა გუნდთან, რაც იგივე მაჩვენებელია, რაც ლიონელ მესის ჰქონდა.

თუ “ნიუკასლთან” მატჩში პოლონელი ფორვარდი გაიტანს, ის გახდება პირველი ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, რომელსაც გოლი ექნება გატანილი 41 განსხვავებული მეტოქის წინააღმდეგ.

ლევანდოვსკი ევროპულ ტურნირში უკვე 14 წელზე მეტია რეგულარულად იტანს და ამ დროის განმავლობაში ასზე მეტი გოლი დააგროვა. მისი პირველი გოლი ჩემპიონთა ლიგაზე 2011 წელს “ოლიმპიაკოსის” წინააღმდეგ შედგა, როცა იგი “დორტმუნდში” თამაშობდა.

ახლა კი პოლონელი თავდამსხმელი კიდევ ერთი ისტორიული ნაბიჯის გადადგმის შანსს იღებს. თუ “სენტ ჯეიმს პარკზე” ლევანდოვსკი კვლავ გამოიჩენს თავს, ჩემპიონთა ლიგის რეკორდების წიგნში მისი სახელი კიდევ ერთხელ ჩაიწერება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • პენდრაგონი
    პენდრაგონიshield ვეტერანი
    schedule 11 მარ 2026, 08:31

    ესეიგი ვერ უნდა გაიტანოს :დდ

  • Rick Sanchez
    schedule 10 მარ 2026, 23:12

    ძირითადშიაა, აბა შენ იცი ბებერო

  • me da barca
    schedule 10 მარ 2026, 22:57

    ამისთვის 180 წუთი აქვს, მაგრამ არ ვიცი მინდა თუ არა, რომ მესის გადაასწროს.

  • nika 54
    schedule 10 მარ 2026, 20:49

    ისე ითამაშოს ბორუსიის რიგებში, რო რეალთან ითამაშა. მეტი არ გვინდა. აღარ დავეძებ მესის რეკორდს, მითუმეტეს დიდი ვერაფერი რეკორდია სათქმელად.

  • ჰანს ფლიკი
    schedule 10 მარ 2026, 14:03

    თვით მესისაც უაბგონებს ტიპი…მილი ლევანა არ შეჩერდე