ბრაზილიელი ნეიმარის “სანტოსთან” 2014 წლამდე კონტრაქტის გახანგრძლივებამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია მსოფლიოს ფეხბურთში. როგორც მოგეხსენებათ, ბევრი საუბარი იყო იმის შესახებ, რომ ახალგაზრდა ტალანტი ან კატალონიის “ბარსელონაში” გადავიდოდა, ან მადრიდის “რეალში”.
“ბარსელონას” პრეს–მდივანმა ტონი ფრეიშამ ამის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ “ლურჯ–ბროწეულისფერებს” არ ეხებათ ვინ რომელ გუნდთან გაახანგრძლივებს კონტრაქტს. ასევე იგი ორი სიტყვით შეეხო ინგლისური “ლივერპულის” დავიდ ვილასადმი ინტერესს.
“ჩვენ არანაირად არ გვეხება ნეიმარმა როდის და ვისთან გაახანგრძლივა კონტრაქტი. არაა ჩვენი საქმე სხვა ფეხბურთელების საქმეების გარჩევა. ბრაზილიელი “სანტოსის” მოთამაშეა და ასე რომ ეს “ბლაუგრანას” არ ეხება. რაც შეეხება “ლივერპულის” დაკვირვებებს დავიდ ვილაზე, ეს არცაა გასაკვირი. საკვირველი ისაა, თუ რატომ სურთ მისი ყიდვა მხოლოდ მერსესაიდელებს და სხვას არავის? ის ხომ ტოპ–კლასის ფეხბურთელია. საერთოდ, “ბარსას” ყველა წევრი ბრწყინვალეა და მსოფლიოს მათდამი ინტერესი რაღაც გასაოცარი ნამდვილად არაა.” –განაცხადა ფრეიშამ.
