რატომ ყოყმანობს ბარსა კრისტენსენის კონტრაქტის გახანგრძლივებაზე?

რატომ ყოყმანობს ბარსა კრისტენსენის კონტრაქტის გახანგრძლივებაზე?

სიახლე არაა, რომ “ბარსელონა” ერიკ გარსიასთან და ფრენკი დე იონგთან ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე მუშაობს, მაგრამ ასე არაა ანდრეას კრისტენსენის შემთხვევაში, რომლის მოქმედი ხელშეკრულების ვადაც მომავალ წელს იწურება.

დანიელმა ცენტრალურმა მცველმა საჯაროდ განაცხადა, რომ დარჩენა და კარიერის “ბლაუგრანაში” გაგრძელება სურს, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია, ეს მოხდება თუ არა.

Marca-ს ინფორმაციით, “ბარსა” მოიცდის და დააკვირდება, როგორ განვითარდება მოვლენები მომდენო თვეებში, სანამ კრისტენსენის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს.

წყაროს ცნობებით, “ბარსელონა” ზოგადად 29 წლის უკანახაზელით კმაყოფილია, მაგრამ მისი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე გარკვეული ეჭვები არსებობს. ამის მიზეზი ისაა, რომ კატალონიურ კლუბს, პირველ რიგში, სურს მომდევნო სეზონისთვის დაცვის ხაზი ჩამოაყალიბოს, შესაძლო სატრანსფერო ვარიანტები განიხილოს და დააკვირდეს, როგორ ითამაშებს კრისტენსენი მას შემდეგ, რაც გასული სეზონი ტრავმის გამო გამოტოვა. ანდრეასის ფიზიკური მდგომარეობა მნიშვნელოვანია, რაც გასაგებია, მაგრამ, თუ ის დაზიანებას აღარ მიიღებს და მაღალ დონეზე ითამაშებს, არაა გამორიცხული, “ბარსამ” დანიელს ახალი კონტრაქტი შესთავაზოს.

ანდრეას კრისტენსენმა მიმდინარე სეზონში მონაწილეობა 8 მატჩში მიიღო.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (9)

  • La Pulga10
    schedule 13 ოქტ 2025, 23:46
    #9

    ათამშონ ბიჭო. თუ არ ათამაშეს რა უნდა გაიგონ.

  • nika 54
    schedule 13 ოქტ 2025, 20:49
    #8

    მე მეგონა ინიგოს გაშვების მერე ამას უფრო მეტ დროს მისცემდნენ.

  • Giorgi99
    schedule 13 ოქტ 2025, 08:10
    #7

    უტვინო ერთ უჯრედიან არაუხოს ხომ გაუხანგრძლივეს კონტრაქტი

  • PUIOL5
    schedule 12 ოქტ 2025, 23:52
    #5

    ციტატა: JustBarcaLover
    აი ამ კაცს რატო გადაეკიდნენ ვერ გავიგე, ამის ჩაგდებული თამაში მე არ მახსენდება და როცა თამაშობს ყველას ერთი თავით აღემატება, ამ კაცის გაშვება იქნება საშინელი შეცდომა.


    ყველაზე მაგარი ღლეობა იქნება თუ უფასოდ გაუშვებენ. რეალურად კრისტენსენის დონის მცველი არ გვყავს, კაცს ერთერთი ყველაზე დაბალი ხელფასი აქვს, სკამზე ჯდომას არ თაკილობს და ეს ლენჩი ლაპორტა კონტრაქტს არ უგრძელებს.

  • Rick Sanchez
    schedule 12 ოქტ 2025, 22:31
    #4

    არ ათამაშებენ და როგორ დაამტკიცებს, რომ დონეა?

  • JustBarcaLover
    schedule 12 ოქტ 2025, 22:30
    #3

    აი ამ კაცს რატო გადაეკიდნენ ვერ გავიგე, ამის ჩაგდებული თამაში მე არ მახსენდება და როცა თამაშობს ყველას ერთი თავით აღემატება, ამ კაცის გაშვება იქნება საშინელი შეცდომა.

  • SHOTEX_ERADZE1992
    schedule 12 ოქტ 2025, 22:17
    #2

    კრისტენსენის გაყიდვა იქნება შეცდომა

  • Catalonia1
    schedule 12 ოქტ 2025, 21:48
    #1

    გასაშვებია